რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ახლა მთავარი კითხვაა – როგორ აპირებს საქართველო მომდევნო ეტაპზე გადასასვლელი 9-პუნქტიანი დავალების შესრულებას? ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. შეფასებები არაერთგვაროვანია. დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. სამუშაოების შესრულებისა და რეფორმების გატარების პროცესში ჩართული იქნება როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი. გეგმა სამუშაო პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობის და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას ითვალისწინებს.

სამოქმედო გეგმაზე მხარეთა შეფასებებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.