საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა

ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი გრძელდება. დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვისა“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს.

მმართველი გუნდის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ცხრაპუნქტიანი გეგმის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულებას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტები კი კანონპროექტებს მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.