ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირისა და აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ. რეზოლუციის პროექტს, რომლის ავტორად „ევროპის სახალხო პარტია“ ითვლება, მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტის წევრები გამოდიან წინადადებით, განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. „სომხეთი თუ დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს გზას სტაბილური რეფორმებისკენ, რაც გაამყარებს დემოკრატიას, ეს შეიძლება, გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, – წერია ერთობლივი რეზოლუციის პროექტში. მანამდე ევროკავშირთან დაახლოების სურვილი პრემიერმა ფაშინიანმა გამოთქვა. რაც შეეხება რეზოლუციის პროექტის სხვა პუნქტებს, დოკუმენტი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ეხება და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 170 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას“,