ეკონომიკური ფორუმი

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივა საქართველოსთვის“ – ამ სახელწოდების დისკუსია გაიმართა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. მთავარი მიზანია, სახელმწიფოს, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ მიმდინარე დისკუსიების პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი. მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. პროცესში ჩართულები იყვნენ სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.