ევრორეკომენდაციების ცხრა დათქმა – სამუშაო პროცესი

15:15, 17.02.2024

შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მმართველი გუნდი თანამშრომლობას? – ეს კითხვა ისევ აქტუალურია, განსაკუთრებით გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა ევროკომისიის 9-პუნქტიანი დავალების შესრულების გზები განიხილეს. შეხვედრა ურთიერთბრალდებებით დასრულდა.

ოპონენტები მმართველ გუნდს საკუთარი წინადადებებისა და ინიციატივების იგნორირებაში ადანაშაულებენ. დღის წესრიგში იყო ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეფორმირების განხილვა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარტია „ლელო“ სამუშაო ფორმატს ისევ არ უერთდება და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

მსგავსი