რეგიონებში ძველი კულტურის სახლების აღდგენა გრძელდება

რეგიონებში ძველი კულტურის სახლების აღდგენა გრძელდება. წალენჯიხაში კულტურის განახლებული ცენტრი უკვე ამოქმედდა.  შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა.

განახლებული შენობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიების მასპინძლობისთვის უკვე მზად არის. დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.