ნაგომარსა და შრომაში კულტურის სახლების უნიკალურ შენობებს აღადგენენ

ოზურგეთის რაიონის სოფლებში – ნაგომარსა და შრომაში კულტურის სახლების უნიკალურ შენობებს აღადგენენ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრი ოზურგეთს სტუმრობს. მისი თქმით, აღდგენილი კულტურის სახლები მულტიფუნქციურ ცენტრებად გარდაიქმნება.

კულტურის სამინისტრომ ასევე დაიწყო მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციაზე, რის შემდეგაც იგი ტურისტულ ზონად იქცევა. მინისტრმა დაათვალიერა ვაშნარის ნაქალაქარი, რომელიც მკვლევართა მიერ IV-VII საუკუნეებით თარიღდება. გაზაფხულიდან ნაქალაქარში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების ჩატარება იგეგმება.

დატოვე კომენტარი