ქაშუეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
ამ წუთებში მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ქაშუეთის ეკლესიაში.
დაკრძალვის ცერემონია 2 საათზე დაიწყება, ქართული კინოს ვარსკვლავს, სახალხო არტისტს, ლეილა აბაშიძეს მისი სურვილისამებრ დედის გვერდით დაკრძალავენ.
ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.