ქაშუეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის ეკლესიაში ქართული კინოს ვარსკვლავის, სახალხო არტისტის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ლეილა აბაშიძის ოჯახს კოლეგები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.
14:00 საათისთვის ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენებენ და ანდერძის მიხედვით, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.