ლეილა აბაშიძე

21:35, 09.04.2018

30-მდე კინოროლი და არაერთი ჯილდო. ქართული კინოს ვარსკვლავი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჭრიჭინა, აბეზარა, მაია წყნეთელი, – მსახიობი, რომლის მიერ შექმნილმა გმირებმაც საბჭოთა პერიოდში ჰოლივუდის ყურადღების მიპყრობა შეძლეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.

ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობს მისი კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.

მსგავსი