30-მდე კინოროლი და არაერთი ჯილდო. ქართული კინოს ვარსკვლავი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჭრიჭინა, აბეზარა, მაია წყნეთელი, – მსახიობი, რომლის მიერ შექმნილმა გმირებმაც საბჭოთა პერიოდში ჰოლივუდის ყურადღების მიპყრობა შეძლეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.
ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობს მისი კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.