„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ რიგით 81-ე დაჯილდოება შედგა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ, გამარჯვებულები 27 კატეგორიაში გამოავლინა. საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“. საუკეთესო რეჟისორად კრისტოფერ ნოლანი დასახელდა. საუკეთესო მამაკაცი მსახიობი კილიან მერფი გახდა. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული კი, ლილი გლადსტონს გადაეცა.