„დედეს“ ჩვენება - „თანამედროვე ქართული კინოს“ რეტროსპექტივაზე

კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი რეტროსპექტივას „თანამედროვე ქართული კინო“ მასპინძლობს. ამჯერად მაყურებელმა რეჟისორ მარიამ ხაჭვანი ფილმი – „დედე“ ნახა, რის შემდეგაც, ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. პროგრამაში 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმია წარმოდგენილი, რეტროსპექტივის მიზანი კი ქართული კინოს პოპულარიზაციაა.