თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა

12:33, 18.12.2023

კინოაკადემიაში თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა გრძელდება. ამჯერად მაყურებელმა რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ნახა. გაიმართა დისკუსიაც თავად ავტორთან. კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას, 17:00 საათზე იმართება.

პროგრამაში 2005-2023 წლებში შექმნილი 35 ქართული ფილმია წარმოდგენილი. კინოჩვენებების მიზანს, თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მსგავსი