ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ
ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

ქართული კინოს ვარსკვლავს, სახალხო არტისტს, ლეილა აბაშიძეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში დაიწყება. 14:00 საათისთვის ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენებენ.

„14:00 საათზე ლეილა აბაშიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ. სამგლოვიარო მიტინგი გაგრძელდება საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მისი მეგობრები დაემშვიდობებიან ქალბატონ ლეილას, სამგლოვიარო მიტინგს წარუძღვება ბატონი გოგი დოლიძე და შემდგომ ლეილა აბაშიძე, მისი სურვილისა და ანდერძის მიხედვით, დაიკრძალება დედის გვერდით“, – განუცხადა პირველ არხს დავით ოქიტაშვილმა.

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.