ალექსეი ნავალნის დაკრძალვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს მოსკოვის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართება, რის შემდეგაც მას ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ადგილზე იკრიბებიან ნავალნის მხარდამჭერები. ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა.