საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა დაკრძალვა

12 ოჯახისთვის მრავალწლიანი ლოდინი დასრულდა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 10 სამხედროს და ორი სამოქალაქო პირის ცხედრები იდენტიფიცირებულია. ამოცნობის შემდეგ ნეშტები ოჯახებს გადმოეცათ. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ მებრძოლები დღეს მიწას მიაბარეს.

„წითელი ჯვრის“ ეგიდით შექმნილი მექანიზმის ფარგლებში, ბოლო 11 წლის განმავლობაში უკვე ასეულობით დაკარგული მებრძოლის მოძიება და იდენტიფიცირება მოხერხდა.