სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პოლიციელის დასაფლავება

შოვის სტიქიის სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პოლიციელი დღეს დაკრძალეს. მირიან ჭელიძის სამოქალაქო პანაშვიდი ნიკორწმინდის ეკლესიაში დილიდან მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ის სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და ახლობლებს პარლამენტის თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სამძიმარი გამოუცხადეს.