თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ. ოჯახი და მოკლულის ახლობლები დილიდან სამძიმარს იღებენ. ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. მოგვიანებით კი მას მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ და კირბალის სასაფლაოზე დაკრძალავენ. პარალელურად, ქართველი სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვენ.

ნინო ფისაძეა დეტალებით შიდა ქართლიდან.