პრეზიდენტი ტელეკომპანია "იბერიის" წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს

პრეზიდენტი ტელეკომპანია “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. საუბრის მთავარი თემა ზეწოლასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის მიერ გაკეთებული განცხადება და არხზე მიმდინარე პროცესებია. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.

ტელეკომპანია “იბერიამ” გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლება ტელევიზიის დამფინანსებელ კომპანია“ომეგა ჯგუფზე” ფინანსურ ზეწოლაში დაადანაშაულა. არხის დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებიდან მათ პრობლემების მოგვარების პირობა მიიღეს, თუ ისინი სანაცვლოდ, ტელევიზიას დათმობდნენ. მმართველ გუნდში ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კი “ომეგა ჯგუფში” შემავალ ერთ-ერთ კომპანიას ბიუჯეტის წინაშე 51 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა და შეღავათიანი პირობების შეთავაზების მიუხედავად, ეს კომპანია წლების განმავლობაში საგადასახადო ვალდებულებებს მაინც არ ასრულებდა.