ირაკლი ღარიბაშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც პრემიერ- მინისტრი წერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებით უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია: “ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის“ კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
“ტვ პირველის” ოპერატორის, გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ასევე ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი: „ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუქზე.
გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა
ირაკლი ღარიბაშვილი – უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია