ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

5-6 ივლისის მოვლენები და მედიაზე ძალადობის საქმის განხილვა. ამ წუთებში ექვსი პირის სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე მოწმის სახით, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი და ჟურნალისტები იკითხებიან. 5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ ეპიზოდზე დაზარალებულები არიან ილია თვალიაშვილი, მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქარავა.