ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

დავით კუტალაძის ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა იწყება საქალაქო სასამართლოში, პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დავით კუტალაძე ერთ-ერთია, ვინც 5 ივლისის კონტრ-აქციაში მონაწილეობდა. ძალადობრივი მოწოდებების შემცველი მისი ვიდეოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდებოდა. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ის ერთ-ერთია ვინც „ტვ პირველის“ ოპერატორზე, დღეს უკვე გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს იძალადა. პროკურატურამ დაუდასტურა პირველ არხს ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ვიდეოებს იცნობენ და გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობენ.