პრემიერ-მინისტრის განცხადება

რადიკალური დესტრუქციული ჯგუფების მიზანი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შეჩერებაა, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 5-6 ივლისის მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური აქცია უწოდა და განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი სპეკულირებს. რაც შეეხება დამნაშავეებს, პრემიერი ამბობს, რომ ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება.