აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

ნედ პრაისი სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მედიისა და ლგბტქ საზოგადოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. „ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ – ამბობს ნედ პრაისი და ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, სანქციების დაწესების მექანიზმზე ამახვილებს ყურადღებას.

ნედ პრაისის განცხადებას საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი