სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს-ს აჯარიმებს. უწყებას 2 000 ლარის გადახდა „ტვ პირველის“ ოპერატორის პირადი მონაცემების გასაჯაროებისთვის დაეკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.

ეს ქმედება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.