სასამართლო პროცესი დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე

15:06, 14.11.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თუ რომელ სახეობას გამოიყენებს სასამართლო. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელს, რამაზ ფირცხალავას, მათ საქმეს ცალკე განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია სხდომის დრო.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კრიმინალურ ავტორიტეტებს კი ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება საქალაქო სასამართლოში –  რა პოზიციები ჰქონდათ მხარეებს და რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?

მსგავსი