ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, ხუთ-ხუთ წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გუშინ, 13 ნოემბერს გამოაცხადდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის მიმდინარე აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელია. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.