„ვეტინგის“ დანერგვის რეკომენდაცია – შეფასებები

15:05, 14.11.2026

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. იმნაძე 2026 წლის ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის დანერგვის რეკომენდაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ „ვეტინგი“ არის ექსტრაორდინალური, ანტისისტემური მექანიზმი და ხშირად მისი იმპლემენტაციისთვის კონსტიტუციური ნორმების ცვლილებაც არის ხოლმე საჭირო. ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ ასეთი ცვლილებები ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ემყარებოდეს და მიზნად ისახავდეს კონსტიტუციის უზენაესი პრინციპების დაცვას,“ – წერს გურამ იმნაძე სოციალურ ქსელში.

რეკომენდაცია მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ „ვეტინგის“ დანერგვა სასამართლო სისტემაში აუცილებელია.

მსგავსი