აღკვეთის ღონისძიება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე

18:03, 14.11.2026

აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა. რაც შეეხება ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გენო ოსიყმაშვილი შემოგვიერთდება საქალაქო სასამართლოდან, რომელიც ესწრებოდა პროცესს და ის განაგრძობს თემაზე საუბარს.

მსგავსი