საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – შეფასებები
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის რიგით მე-12 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისევ ხმაურის ფონზე წარიმართა. 26 მაისი, შვიდი ნოემბერი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სიცოცხლის ხელყოფა – ყოფილ სახელისუფლებო პარტიას გუშინ მოსამართლეების კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწიათ. შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი და არაერთი რეზონანსული საქმე გაახსენა. შეკითხვების ნაწილი ბოლო წლებში გამართულ საპროტესტო აქციებსაც შეეხებოდა. ყურადღება გამახვილდა ოთხ ოქტომბერს მიმდინარე ძალადობრივ პროცესებზეც.
პროცესები ორშაბათიდან განახლდება, მანამდე კი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ციხიდან მისსავე პარტიას დაცვის სტრატეგიას უწუნებს. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოხელის გადაცდომები პარტიის აკრძალვის საფუძველი არ უნდა გახდეს.
თემა პოლიტიკური შეფასებების საკითხია მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავად აკრძალა.