ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

ლექსო ლაშქარავაზე მომხდარი ძალადობის საქმეზე ამ დროისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული.

დავით კუტალაძე „ტვ-პირველის“ იმ რეპორტიორმა ამოიცნო, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ძალადობრივი ქმედებების სამიზნე ლაშქარავასთან ერთად გახდა. პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით, დევნა პროფესიული საქმიანობის გამო ძალადობით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – სამი მუხლით ბრალდებული პირის პროცესმა ხმაურიანად ჩაიარა. მის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მყოფი მედიის წარმომადგენლების მწვავე პროტესტი მოჰყვა. კუტალაძე თავს მოძალადედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სამშობლოს იცავდა. პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება იმ ვიდეო მიმართვებითაც დაინტერესდეს, რომლებიც სოციალურ ქსელში სწორედ დავით კუტალაძის მიერ ვრცელდებოდა.

დატოვე კომენტარი