ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს

დაწეული კამერები, 5 ივლისს დამტვრეული კამერის ნაწილები გარდაცვლილის ფოტოსთან, ტაშით გაცილება უკანასკნელ გზაზე – ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს.

„ტვ პირველის“ ოპერატორის ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მედია საშუალებების მიერ ორგანიზებულმა სოლიდარობის მდუმარე აქციებმა მოიცვა. მედია ყველა იმ ადამიანის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომელმაც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენს კოლეგაზე ფიზიკურად იძალადეს და პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ოპერატორის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ლექსო ლაშქარავამ კლინიკა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. 11 ივლისს გამთენიისას ის სახლში გარდაცვლილი ნახეს.

დატოვე კომენტარი