ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე

ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტიზის გაცნობისა და კონსულტაციების შედეგად დააგინა, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზოგადი ინტოქსიკაცია გახდა. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნის პროექტი 30 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გასაჯაროების უფლება არ ჰქონია.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.