თბილისში, მუხიანში, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.