უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება რუსეთის საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უხეშ ჩარევად შეაფასეს.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საკითხს 15 ოქტომბერს მინსკში დაგეგმილ კრებაზე განიხილავს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა, ხოლო კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. უკრაინაში მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება გამარჯვებად შეაფასეს. კიევის პატრიარქ ფილარეტის თქმით, უკრიანის ეკელსიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე საჭიროა გამაერთიანებელი კრების ჩატარება. კიევის საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ნოემბერში დაგეგმილ სინოდის სხდომაზე გამოსცემს.