საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა

18:02, 06.01.2020

ოთხთვიანი მორატორიუმისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან სამი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ორი კი პირობით სასჯელს იხდიდა. შეწყალებულებიდან ორი ქალია.

სალომე ზურაბიშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შუამდგომლობა და არ შეიწყალა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. საკუთარი გადაწყვეტილება სახელმწიფოს პირველმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

მსგავსი