სინოდის სხდომა

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება უწმინდესის მოწვევით. განიხილება საეკლესიო საკითხები. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, განსაკუთრებული დღის წესრიგის მოლოდინი არ არის. მისივე ინფორმაციით, მღვდელმთავრებს ტრადიციულად, საშუალება მიეცემათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელონ. აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. მანამდე წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.