წმინდა სინოდის წევრები მარნეულში

წმინდა სინოდის წევრები მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში იმყოფებოდნენ.

მღვდელმთავრები თავდაპირველად მარნეულში, მეუფე გიორგის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. ერთი საათის შემდეგ კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს. სინოდის წევრებმა ქადაგების დროს ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა მეგობრობაზე, ასევე ორი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე  ბოლო პერიოდში, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

დატოვე კომენტარი