დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადება ცხადყოფს, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხზე პოლიტიკური ნება არ არსებობს. ადვოკატის თქმით, მას არ ჰქონია მოლოდინი, რომ პატიმრობაში მყოფ დეკანოზს 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს შეიწყალებდნენ, თუმცა, ის ვარაუდობდა, რომ წმინდა სინოდის ერთობლივ შუამდგომლობას პრეზიდენტი გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში გაითვალისწინებდა.

დეკანოზის შესაძლო შეწყალების საკითხზე პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ოპოზიცია კი ამ საკითხზე საუბრისას პრიორიტეტად გენერალურ პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმის დროულ გამოძიებას ასახელებს.

 

დატოვე კომენტარი