ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე

დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს და ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი