დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არასახარბიელოა და მას გამოკვლევები უტარდება. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისინი უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა, სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია.

ადვოკატი მომხდარზე პასუხისმგებლობას წმინდა სინოდს აკისრებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე საავადმყოფოში წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზით, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით გადაიყვანეს. ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ექიმს ესაუბრა, განაცხადა, რომ პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა დარჩეს.

ექიმების განმარტებით, გიორგი მამალაძემ დღის მეორე ნახევარში გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო, პრობლემები შეექმნა ასევე მეტყველებაზე. ადვოკატის თქმით, კიდურების, მეტყველების პრობლემები და გულმკერდის ტკივილები საგანგაშო მდგომარეობაზე მეტყველებს.

 

დატოვე კომენტარი