წმინდა სინოდის წევრები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს ეხმაურებიან

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე დღეს სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა ისაუბრეს. მღვდელმთავრების განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, როდის იქნება მოწვეული სინოდის სხდომა ამ საკითხის განსახილველად.

წმინდა სინოდის წევრთა განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს ავტოკეფალიას, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და ავტოკეფალიის მოპოვებას, შესაძლოა, ათეულობით წელი დასჭირდეს.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა 2 დღის წინ საგანგებო სხდომაზე აღიარა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია პირველია, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად აღიარა.