მეუფე დანიელის მიმართვა

საქართველოს საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის, მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გააკეთა.

როგორც მეუფე განმარტავს, 2018 წლის 27 დეკემბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ამ დღეს რამდენიმე წელია, საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებს აღნიშნავს, „დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში“, – აცხადებს მეუფე დანიელი.

 

დატოვე კომენტარი