მამალაძის საქმე

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებისთვის პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. ეს კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც სინოდის სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა მიხეილ რამიშვილი. დეკანოზის ინტერესების დამცველი იმედოვნებს, რომ მორატორიუმის მიუხედავად, პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს გამონაკლისის სახით შეიწყალებს.