მსოფლიო ბანკის კვლევა

18:22, 26.08.2020

საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.

საწარმოთა კვლევა, რომელიც 144 ქვეყანას მოიცავს, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომელიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას გადააწყდა, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3 %-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 10 %, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 12 %-ია. საწარმოთა კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომლის მიზანია ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.

მსგავსი