დაკავება კორუფციული გარიგების ფაქტზე

ზუსტად ერთ საათში თბილისის საქალაქო სასამართლო საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების, ასევე კორპორაცია „ევექსის“ კონტრაქტორების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი გუშინ გვიან ღამით წარედგინათ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილ სამ თანამშრომელს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, ხოლო სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ყოფილ ორ თანამშრომელს უკანონო ქმედების ჩასადენად, ქრთამის მიცემის ფაქტს ედავება.

ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება. ადვოკატ დავით კუტალაძის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი სწორედ დაკავებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ემყარება, ამის გათვალისწინებით, დაცვის მხარე სასამართლოსგან ნაკლებად მკაცრ რეაგირებას ელოდება.