საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო

საქართველოს მორიგი გამარჯვება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. ადამიანებს წაართვეს მიწა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა. ეს არის ამონარიდი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.