აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. სხდომაზე პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა, რომელმაც მიზეზად მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხეები დაასახელა. დაცვის მხარემ კი სასამართლოზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

თამარ ნადარეიშვილი ჩაგვერთვება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.