საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე  

ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადება.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის ნაკრებები. პორტუგალიის გუნდი, რომელიც 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ამიტომ გელზენკირხენში 26 ივნისს დაგეგმილი მატჩი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. საქართველოს ნაკრების თამაშები გერმანიის სამ ქალაქში ივნისში გაიმართება. ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე ერთადერთი დებიუტანტია. ჯგუფიდან მერვედფინალში გადასასვლელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს.